გაკვეთილის გეგმა

1.გაკვეთილის მთავარი თემა
,,მომზადება კალათბურთში
2. საგანი/პედაგოგი
სპორტი/ვახტანგი სოსელია
3. სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო საფეხური/VIIIკლასი
4.მოსწავლეთა პროფილი
9 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროებების მიდგომების მოსწავლეები არ არიან.
5. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
·         მონაწილეობს პროგრამით გათვალისწინებულ სპორტულ სახეობებში;
·         ამოწმებს საკუთარ მიღწევებს დროის გარკვეულ ინტერვალში;

6. გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ ჩვევა.
·         მოსწავლეს აქვს უნარი დააკავშიროს ფიზიკური აქტივობა საკუთარ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განვითარებასთან.
7. წინარე ცოდნა
·         იციან ბურთის ტარება მარჯვენა და მარცხენა ხელით;
·         ბურთის მიწოდება ზემოდან და ქვემოდან;

8. შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით.
9. გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი

კალათბურთის ბურთები,
სპორტული ფორმები,
სასტვენი, წამზომი
კომპიუტერი, ელექტრონული პრეზენტაცია, ინტერნეტი.
10. გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
გაკვეთილის მოსამზადებელი ნაწილი (15წთ)
1.ორგანიზაციული მომენტი-კლასის მოწყობა და გაკვეთილის ამოცანის გაცნობა.
2.საერთო მოთელვითი ვარჯიშები, სირბილი დარბაზის გარშემო, პირდაპირ, გვერძე მიდგმითი ნაბიჯებით, ზურგით წინ.
3.სპეციალური მოთელვითი ვარჯიშები,წახტომები, ჩაჯდომები, ბრუნები.
გაკვეთილის ძირითადი ნაწილი (25წთ)
1.ბურთის ტარების შესწავლა სიარულსა და რბენში.
2.ბურთის ტარება:ბურთის ხელიდან ხელში გადატანით, წინაღობის შემორბენით,გვერდითი მიდგმითი ვარჯიშებით.
3.სასწავლო თამაში.
გაკვეთილის დასკვნითი ნაწილი (5წთ)
1.დამამშვიდებელი ვარჯიში-სიარული მოედნის გარშემო,ღრმა ამოსუნთქვები ხელების დახმარებით.
2.მოსწავლეთა შეფასება და საშინაო დავალების მიცემა.

No comments:

Post a Comment